ასოციაცია ანიკამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროგრამა დაიწყო

სიახლეები

ასოციაცია ანიკა 2014 წლიდან ახორციელებს პროექტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრება საზოგადოებაში“. პროექტი მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი „Anika Room” სადაც შშმ ახალგაზრდებს და სხვა მათ თანატოლებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან ინტეგრირებულ აქტივობებში. პროექტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაზე როგორც მათი ინკლუზიის საუკეთესო გზაზე. სწორედ ამ მიზნით ორგანიზაციამ უკვე დაიწყო დასაქმების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ ახალგაზრდების მომზადებას (ტრენინგებს), სტაჟირებასა და ღია ბაზარზე დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია ერთის მხრივ ამზადებს შშმ პირებს დასაქმებისთვის ხოლო მეორეს მხრივ აქტიურად მუშაობს დამსაქმებლებთან მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, რასაც საბოლოო ჯამში მივყავართ შშმ პირების ღია ბაზარზე წარმატებულად დასაქმებაზე.

პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდებს აკადემიური, კომუნიკაციის, სოციალური, დამოკიდებელი ცხოვრებისა და დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაში. 3 თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში უკვე წარმატებულად დასაქმდა 8 ბენეფიციარი.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სურვილის მქონე შშმ პირს.

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 69 45 91 (103) ან მობრძანდით ასოციაცია ანიკაში, მისამართი: ცოტნე დადიანის 136. (ნაძალადევის რაიონი)

© Copyright - anika.ge