სოციალური პროექტი – შემოდგომის ერთი დღე

სიახლეები

31 ოქტომბერს ასოციაცია ანიკას ბავშვთა დღის ცენტრი სოციალური პროექტის ფარგლებში შატო მუხრანის სასახლეს ესტუმრა.

ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის წარმომადგენლობა საქართველოში და ასოციაცია ანიკას ერთობლივი პროექტის – თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის – ფარგლებში მოეწყო.

ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ჩართულნი იყვნენ ისეთ საინტერესო აქტივობებში როგორიც არის სასახლის გარშემო ტური, უძველესი მარნების მონახულება, ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, სწორედ ისეთი აქტივობები რაც მათ ერთმანეთში კომუნიკაციას, განსხვავებულ გარემოში ადაპტაციასა და სოციალური უნარების განვითარებას უწყობდა ხელს. პარალელურად მშობლებისა და პროექტის თანამშრომლების შეხვედრა მოეწყო, სადაც მშობლები საქართველოში არსებული სოციალური სერვისებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ იღებდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას.

© Copyright - anika.ge