საგანგებო სიტუაციის წვრთნა ასოციაცია ანიკაში

სიახლეები

22 მარტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ, ასოციაცია ანიკაში, სიმულაციური სწავლება ჩატარდა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა ანიკას ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს.

წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, მოხდა კატასტროფის შემთხვევის სიმულაცია და შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია. მოცემული წვრთნა, საგანგებო სიტუაციის დროს, რისკის
შემცირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასოციაცია ანიკამ შენობის ევაკუაზია 3 წუთსა და 15 წამში მოახერხა.

ანიკას აღსაზრდელებმა სწავლების შემდეგ სახანძრო მანქანა დაათვალიერეს, ჩაფხუტები მოირგეს და მეხანძრეებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ.

© Copyright - anika.ge