შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი კაზრეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში

სიახლეები

11 აპრილს ასოციაცია ანიკას, გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოსა და კაზრეთის პირველ საჯარო სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სწორედ ამ სკოლაში გაიხსნება დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის.

3 წლიანი პროექტი „თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის“, რომელსაც ასოციაცია ანიკა გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს, მიზნად ისახავს ბავშვთა კეთილდღეობის განვითარებას და განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი ხდება კაზრეთში, თემზე დაფუძნებული მომსახურების დანერგვა.

დღის ცენტრი 2017 წელს, კაზრეთის ნომერ პირველ სკოლაში გაიხსნება. ასოციაცია ანიკა იმედოვნებს, რომ ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი ცვლილებების მომტანი იქნება, როგორც დღის ცენტრის მომავალი აღსაზრდელების, ასევე მათი ოჯახებისა და მთლიანად კაზრეთისათვის.

ახალი, ინოვაციური მიდგომის პილოტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების შესაძლებლობის გაზრდისა და სოციალური სერვისის მიწოდების ერთობლიობაში გამოიხატება. კაზრეთი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ასოციაციისთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ამ თვალსაზრისით საქმიანობა.

© Copyright - anika.ge