ასოციაცია ანიკა HEART-ის პროგრამის განხორციელებას იწყებს

სიახლეები

გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს მხარდაჭერით, 22-28 აპრილს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ,,ხელოვნების მეშვეობით განკურნებისა და განათლების” (HEART) პროგრამის შემსწავლელი 5 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.   HEART პროგრამა მოიცავს  ,,ხელოვნების მეშვეობით განკურნებასა და განათლებას” (Healing and Education Through the Arts), რაც წარმოადგენს ხელოვნებაზე დაფუძნებულ მიდგომას და  მიზნად ისახავს სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის დახმარების გაწევას. უკვე მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი, ხელოვნების დახმარებით ბავშვებს  ხელს უწყობს  განცდილი გრძნობების გადამუშავებასა და გადმოცემაში.

ასოციაცია ანიკა მოხარულია, რომ  ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, სწორედ მისი დღის ცენტრის სპეციალისტებს მიეცათ საშუალება, პირველად საქართველოში, ანიკას დღის ცენტრებში (თბილისსა და კაზრეთში) დანერგონ HEART- ის პროგრამა.

ვორკშოპს სპეციალურად ამერიკიდან მოწვეული პროფესიონალი ტრენერები უძღვებოდნენ.

ასოციაცი ანიკა იმედოვნებს, რომ მოცემული პროგრამის დანერგვა და განვითარება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

© Copyright - anika.ge