ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

სიახლეები

1950 მოყოლებული 1 ივნისს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ასოციაცია ანიკასთვის და მისი ბავშვებისათვის ეს დღე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება. ამ დღეს ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს ბავშვებს განსაკუთრებული, სხვა დანარჩენისგან განსხვავებული დღე აჩუქოს. სწორედ მის აღსანიშნავად ანიკას ბენეფიციარები და პედაგოგები  გასართობ ცენტრ შუმბალენდს ეწვივნენ, სადაც ემოციებით დატვირთული და ძალიან მხიარული დღე გაატარეს.

ასოციაცია ანიკა და მისი ბენეფიციარი ბავშვებიც გილოცავთ 1 ივნისს და ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე ნამდვილად იქნება სიმბოლო უკლებლივ ყველა  ბავშვის უფლებების დაცვის, მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და  ღირსეულ თანასწორ გარემოში ცხოვრების. გახსოვდეთ, ბავშვები ჩვენი მომავალია და მათი უფლებები ყოველდღე დაცული უნდა იყოს!

© Copyright - anika.ge