ასოციაცია ანიკამ დაბა კაზრეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გახსნა

სიახლეები

ასოციაცია ანიკასა და გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასოციაცია ანიკას თბილისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მოდელისაგან იმით განსხვავდება, რომ სკოლის ბაზაზეა. დღეიდან კაზრეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს ექნებათ საშუალება ისარგელონ თემზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის მომსახურებით და ამავე დროს მიიღონ განათლება საჯარო სივრცეში.

პროექტის ფარგლებში მოხდა დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში არსებული სივრცის სრულიად ადაპტირება და  კეთილმოწყობა ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით. კაზრეთში მცხოვრებ 6-18 წლამდე ბავშვებს უკვე აქვთ საშუალება ისარგებლონ ისეთი acheter du cialis en ligne  მომსახურებით, რომელშიც შედის: მულტიდისციპლინარული მიდგომა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურება (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი ა.შ.); კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა; შშმ ბავშთა სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა ტიპის აქტივობებში მონაწილეობა; ბავშვის განვითარების შეფასება და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ინდვიდუალურ საჭიროებებზე მორგებული აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება. ასოციაცია ანიკასა და გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს წარმომადგნელობის პრიორიტეტია ბავშვების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიური განათლება. აღნიშნული პრიორიტეტის გათვალისწინებით დღის ცენტრი ითვალისწინებს სკოლის შემდგომ, ბავშვის აკადემიურ და სოციალურ უნარების განვითარებაზე მუშაობას და არაფორმალური განათლების პროგრამას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა ასოციაცია ანიკასა და გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ერთობლივი პროექტის – „თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის“ – ფარგლებში.

პროექტის განხორციელება მოხდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კაზრეთის #1 საჯარო სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც მათ ასოციაცია ანიკა დიდ მადლობას უხდის.

 

 

© Copyright - anika.ge