პროექტები

საქართვლოში კონფლიქტის  შედეგად  დაზარალებული ბავშვების  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

 მიზანი: დევნილი ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა_ ბავშვებში უსაფრთხოების განცდის და ოპტიმიზმის აღდგენა.

დონორი ორგანიზაცია: ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“

პროექტის ხანგრძლივობა: 15  სექტემბერი  2009  –  15 თებერვალი  2010

პროექტის განხორციელების ადგილი: ხურვალეთის დევნილთა ჩასახლება.   კოტეჯი №69

სამიზნე ჯგუფი:

  • ხურვალეთის  დევნილთა  ჩასახლების  ცენტრში მომსახურეობა  გაეწია 76 ბავშვს  ( 39 გოგო და  37 ბიჭი)
  • ასევე მომსახურება გაეწია ჩასახლების 271 უფროსს, რომელთაგან 216 იყო ქალი და 55 მამაკაცი

მთავარი ღონისძიებები და შედეგები:

  • მოხდა ბავშვების და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური და საკონსულტაციო მომსახურება;
  • მოეწყო თემატური  გაკვეთილები შემდეგი  სფეროებიდან:  ისტორია, გეოგრაფია,  მსოფლიოს ცივილიზაცია,  ხელოვნება, ლიტერატურა და რელიგია, ასევე, მოხდა წიგნების კითხვა, გაეცვნენ ქართველი მწერლების შემოქმედებას მოეწყო  წაკითხული  მოთხრობების  განხილვა და დისკუსია საინტერესო თემებზე  ნახატების  შექმნა;
  • ჩატარდა მუსთერაპიის გაკვეთილები, ემოციების მუსიკალური ინსტრუმენტით გადმოცემა.
  • ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრების მეშვეობით განხორციელდა ფსიქოლოგიური ინტერვენცია, როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.
  • ფსიქოლოგის მიერ  ორივე  ასაკობრივ  ჯგუფში  ჩატარდა არტთერაპიის  სეანსები,  როლური თამაშები,  ფანტაზიის, კომუნიკაციის,  ყურადღების,  მეხსიერების  და სწრაფად აზროვნების განმავითარებელი სავარჯიშოები. ბენეფიციერებმა შექმნეს საერთო ნახატები თემებზე: „ჩემი საქართველო”, “შემოდგომა”, “ზამთარი”, “ახალი წელი”, “თავისუფალი თემა”. მონაწილეებმა თვისი ფანტაზიით დაამზადეს მისალოცი ბარათების და  აპლიკაციები;
  • მოეწყო  ლოგიკური და ინტელექტუალური  თამაშები, დისკუსიები, ტესტები,  ვიქტორინები და კითხვა-პასუხის თამაშები;
  • მშობლებს ჩაუტარდათ ტრენინგები შესაძლებლობების განვითრებაში;
  • მოეწყო შეჯიბრება ჭადრაკში, შაშში და ლოტოში;
  • ცენტრი  აღიჭურვა  ავეჯით,  ინვენტარით, შეძენლი  იქნა  წიგნები,  საკანცელარიო  მასალა, სათამაშოები  და  მასალა  ხელგარჯილობისათვის.

მცირე სტატისტიკა:

  • ხურვალეთის  დევნილთა  ჩასახლების  ცენტრში მომსახურეობა  გაეწია 76 ბავშვს  ( 39 გოგო და  37 ბიჭი)
  • ასევე მომსახურება გაეწია ჩასახლების 271 უფროსს, რომელთაგან 216 იყო ქალი და 55 მამაკაცი

ჩასახლებაში გამოკვეთილი პრობლემები და საჭიროებები:

  1. კლასგარეშე, დამხმარე ლიტერატურის უქონლობა და ხელმიუწვდომლობა;
  2. არანაირი პირობები არ არის თავისუფალი დროის ორგანიზებულად გატარების თვალსაზრისით, მაგ. სპორტული მოედანი, სათამაშო მოედანი, გასართობი ცენტრი და სხვა;
  3. სოციალური მუშაკების და იურიდიული კონსულტაციების საჭიროება;
  4. თბილი ტანისამოსის სიმწირე;
  5. საქარე ზოლის მოწყობა და ჩასახლების გამწვანება ზოგადად;
  6. სველი წერტილების სახლებში მოწყობა და წყლით უზრუნველყოფა;
  7. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა;
  8. მიმდინარე პროგრამის გაგრძელების საჭიროება (თხოვნა მშობლების და ბავშვების მხრიდან).
© Copyright - anika.ge