მიმდინარე პროექტები

ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ

 1. სათემო მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის

პროექტის “სათემო სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის” მიზანია დაამკვიდროს მაღალი ხარისხის სტანდარტი და სოციალური სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. ამისათვის ასოციაცია ანიკა, გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით აფუძნებს მაღალი ხარისხის სტანდარტის მქონე ორ დღის ცენტრს, ერთს თბილისსა და ერთს შერჩეულ რეგიონში. აღნიშნული დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის უზრუნველყოფს რეაბილიტაციას და ინტეგრაციას, სირთულის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შესაძლებლობას, ინდივიდუალურ რეაბილიტაციას კომპლექსური მიდგომით და დამხმარე სერვისებს ოჯახის წევრებისათვის. დღის ცენტრების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 40-დან 50-მდე ბავშვისთვის და მათი ოჯახებისთვის. პროექტს აქვს სამი მთავარი კომპონენტი: 1. პირდაპირი მომსახურების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, 2) შეზუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მათი შვილების ადვოკატირება და 3) შესაფერისი სახელისუფლებო ორგანოების შესაძლებლობების გაზრდა.

 

3 წლის განმავლობაში ასოციაცია ანიკა Save the Children-თან ერთად გამოიყენებს MACF დაფინანსებას იმისათვის, რომ დაამკვიდროს მდგრადი, კონტექსტზე და საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისები შშმ ბავშვებისათვის, გააძლიეროს მათი ოჯახები და საშუალება მისცეს სახელისუფლებო ორგანოებსა და რეგიონალურ არასამთავობო სექტორის აქტორებს გადმოსცენ, შეინარჩუნონ და გაიმეორონ ეს სერვისები ამ პროექტის ფარგლებს მიღმა. პროექტი მოიცავს Save the Children-ის და ასოციაცია ანიკას წარსულ გამოცდილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზიის სფეროში და  ავსებს საქართველოში სოციალური დაცვისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ საქმიანობას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცენტრის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება  შშმ ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სამუშაო პროცესებს, მულტიდისციპლინურ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას (სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი და სოციალური მუშაკი).

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა დღის ცენტრის შენობის ინფრასტრუქტურის განახლება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. გარემონტდა და მოეწყო დამატებითი სამუშაო ოთახები, როგორიცაა ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ფიზიოთერაპევტის ინდივიდუალური კაბინეტები.

გაზრდილი მატერიალური თუ  ადამიანური რესურსის საშუალებით დღეს ასოციაცია ანიკას შეუძლია 60-მდე (6-18 წლმდე და 18-დან ზემოთ) შშმ ბენეფიციარს გაუწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურეობა.

ასოციაცია ანიკას დღის ცენტრი 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სთავაზობს:

  • ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ, ადაპტირებულ და კეთილმოწყობილ გარემოს;
  • მულტიდისციპლინურ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას: ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეციალური მასაწავლებელი, მობილობა ორიენტაციის სპეციალისტი და ფიზიოთერაპევტი;
  • ბავშვის განვითარების შეფასებას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ აბილიტაცია/ რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას;
  • კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობას;
  • შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში მონაწილეობას;
  • ორჯერად სრულფასოვან კვებას;
  • ტრანსპორტით მომსახურებას (ტრანსპორტით უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის);

 

სკოლის დამხმარე სერვისი დღის ცენტრში

ასოციაცია ანიკასა და ორგანიზაციის გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს წარმომადგენლობის პრიორიტეტია შშმ ბავშვების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული პრიორიტეტის გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში დღის ცენტრი მშობლებს სთავაზობს დამატებით მომსახურებას:

  • სკოლის შემდეგ, დღის ცენტრში ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას ბავშვის აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებაზე;
  • დახმარებას საშინაო დავალებების მომზადებაში;
  • არაფორმალური განათლების პროგრამას.

 

3 წლიანი პროგრამის „თემზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“ ფარგლებში, 2017 წლის სექტემბერში, კაზრეთის რეგიონში იხსნება დღის ცენტრი, რომელიც იქნება იგივე პრიორიტეტებისა და სტანდარტების მატარებელი და გაუწევს მარალი ხარისხის მომსახურებას კაზრეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს.

 

დღის ცენტრის მუშაობის საათებია : 10:00-16:00;

სკოლის დამხმარე სერვისი დრის ცენტრში მუშაობის საათები: 14:00- 18:00;

მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #136 (ნაძალადევის რაიონი).

ტელ: (+995 32) 269 45 91; (+995 32) 269 45 33;

 

r4ucjhekanika-logo-pnglogo-macphil-h152

2. შეზღუდული შესაძლებლობი მქონე ბავშვთა/ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი

2017 წლის თებერვლის თვიდან, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“. სწორედ ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის დახმარებით,  ასოციაცია ანიკამ დაიწყო პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი“, რომელიც საქართველოსთვის ინოვაციურია და პერსონალური ასისტენტის სერვისის მოდელის, როგორც სოციალური საწარმოს, დანერგვა/განვითარებას ისახავს მიზნად.

 

პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულ პერსონალური ასისტენტის 10 კანდიდატს ჩაუტარდათ ტრენინგ კურსის სერია, რომლის მიზანი პერსონალური ასისტენტების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო. მისი გავლის შემდეგ ასისტენტებმა გაიარეს პრაქტიკული კურსიც, რათა პროექტის ფარგლებში (2017 წლის 31 დეკემბრამდე), წინასწარ შეთანხმებული ლიმიტით, უფასოდ გაუწიონ ასისტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს.

 

რას მოიცავს პერსონალური ასისტენტის სერვისი ?

  • პერსონალური ასისტენტის სერვისი მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აძლევს საშუალებას განსაზღვრული დროით კვალიფიციური და პროფესიონალი პირის ასისტირებით ისარგებლონ;
  • ასისტირების აქტივობები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს და მოიცავდეს მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებში;
  • სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს უზრუნველყოფს მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისას საჭირო ასისტირების ოდენობით, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას;
  • პერსონალური ასისტირების მომსახურება, განსხვავებული საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ინდივიდუალურია და ყველა მომხმარებელთან მიმართებით მომსახურების ოდენობა (საათების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ვარირებს;

 

 

პროექტის პერიოდში მომსახურებით სარგებლობა სრულიად უფასოა. სერვისით სარგებლობა შეუძლია თბილისში მცხოვრებ 12 წელს ზემოთ მყოფ შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირს. პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მოცემული სერვისის გაგრძელება როგორც სოციალური საწარმო და მომსახურების საფასური იქნება საათი 15 ლარი.

ასოციაცია ანიკას ტრენინგ ცენტრში ასევე შესაძლებელია პერონალური ასისტენტობის მსურველების კვალიფიკაციის ამაღლება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ორგანიზაციებისათვის.

სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისმართზე:

 

T: 32 2 69 45 91/ 103

FB:  Association Anika • ასოციაცია ანიკა

E: anikavacancy@gamil.com ; info@anika.ge

Web: www.anika.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #136. (ნაძალადევის რაიონი)

 

 

3. მოწყვლადობიდან კეთილდღეობამდე – ჰოლისტური მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმატებული დასაქმებისთვის

ასოციაცია ანიკა საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიო ებრაელთა ფონდის (WJR) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მოწყვლადობიდან კეთილდღეობამდე – ჰოლისტური მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმატებული დასაქმებისთვის”. პროექტი რომელიც 2017 წლის ივლისში დაიწყო, ეფუძნება ასოციაცია ანიკასა და მსოფლიო ებრაელთა ფონდის სამ წლიან პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას, დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას ეხებოდა. გასული პროექტის განმავლობაში, ასოციაცია ანიკამ შეძლო მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირთა პროფესიული/სოციალური უნარების განვითარებისა და ინკლუზიის კუთხით. აქედან 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდა სახელმწიფო და კერძო  სექტორში, გაუჩნდათ ფინანსური შემოსავალი და გაიზარდა მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ასოციცია ანიკამ ახალ პროექტში შეიმუშავა უფრო კომპლექსური მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.

პროექტი მოიცავს ორ მიმართულებას, მხარდაჭერით დასაქმებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა პირველ ეტაპზე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის  სურვილების, შესაძლებლობებისა და უნარების შეფასებას. შემდეგ ეტაპზე, როდესაც შშმ პირის შესაძლებლობები და სურვილები გამოვლენილია, ხდება მისი ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში, დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს, ასოციაცია ანიკას ტრენინგ ცენტრში საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ  გაიარონ დასაქმებისთვის საჭირო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტრენინგი – სოციალური უნარები, სტრესის მართვა, პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია და ა.შ. პროგრამაში ჩართული შშმ პირის შეფასებისა და განვითარებაში დახმარების შემდეგ, წინასწარ მომზადებული ჯობ-ქოუჩერები იწყებენ მათთან მუშაობას. ჯობ-ქოუჩერის მოვალეობაში შედის ბენეფიციართან ერთად მუშაობა, ბიზნეს სექტორთან მოლაპარაკების წარმოება და მათთვის შესაფერისი კანდიდატის წარდგენა. პროგრამის ფარგლებში ტრენინგების გავლის შემდეგ, ჯობ ქოუჩერები უკვე არსებული შედეგების მიხედვით ეძებენ დასაქმების კანდიდატ შშმ პირისთვის შესაფერის სამუშაო აგდილს, ეხმარებიან გასაუბრების დანიშვნაში და დასაქმების შემდეგ ადგილზე მხარდაჭერას უწევენ.

შესაბამისად პროექტის კომპლექსური მიდგომა ითვალისწინებს, შშმ პირის მხარდაჭერას ყველა ეტაზე, იქნება ეს მისი შესაძლებლობების შეფასება და საკუთარი უნარებისა და სურვილების გაანალიზება, შემდგომ მის პროფესიონალურ და პიროვნულ დონეზე განვითარებაში მხარდაჭერა და ბოლო ეტაპზე ჯობ-ქოუჩერის წვლილი სასურველი სამუშაო ადგილის მოძიებაში. მოცემული მიდგომა ითვალისწინებს შშმ პირთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს და მაქსიმალურად მიმართულია მათი მხრდაჭერისკენ.

 

დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და კეთილდღეობის გაუმჯობესებამოიცავს პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების შეფასებას. ხდება გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებით ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა. გეგმაზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში ხდება მასში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარება. მოცემული ნაწილი მოსამზადებელი ფაზაა ბენეფიციარისთვის, რათა შემდგომ მხარდაჭერით დასაქმების ეტაპზე გადავიდეს.

 

გამომდინარე რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მრავალმხრივი საჭიროებებიდან, მოცემული პროექტის ფარგლებში ასოციაცია ანიკამ  გახსნა ტრენინგ ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია შშმ პირთა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებისკენ. ანიკამ ტრენინგ ცენტრის ფარგლებში თავი მოუყარა ორგანიზაციის არსებობის პერიოდში ყველა დაგროვილ მოდულს და შექმნა ახალი, თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული მოდულები, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება პირვნულ განვითარებაში, მოიცავს უახლეს მიდგომებს და მონაწილეებს სპეციფიურ საკითხებზე ცოდნას გაუღრმავებს. მოცემული ტრენინგ ცენტრის მეშვეობით, პროგრამაში ჩართული პირები გაიუმჯობესებენ თვითშეფასებას, ცოდნას, მუშაობის ხარისხს და სასურველი სამუშაო ადგილის მოძიების შანსს მნიშვნელოვნად გაუზრდის.ტრენინგ ცენტრი ასევე საშუალებას მისცემს როგორც თავად ანიკას თანამშრომლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მომზადება/გადამზადების.

 

პროგრამაში ჩართვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  საჭიროა დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისმართზე:

 

T: 32 2 69 45 91/ 103

FB:  Association Anika • ასოციაცია ანიკა

E: anikavacancy@gamil.com ; info@anika.ge

Web: www.anika.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #136. (ნაძალადევის რაიონი)

© Copyright - anika.ge