დასრულებული პროექტები

ასოციაცია “ანიკამ” 1997 წლიდან აქტიურად დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებაზე მუშაობა.

წლების განმავლობაში ასოციაციის გუნდი სხვადასხვა პროექტების განხორციელებით ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. პროექტები თემატიკის მიხედვით განსხვავდება. ცალკეულ მიმართულებებში ასოციაცია “ანიკამ” კვალი დატოვა და წარმატებულ შედეგებს მიაღწია.

1997-2013 წლებში ასოციაცია “ანიკამ” განახორციელა 37 პროექტი:

 

სოციალური სფერო/დასაქმება 13 პროექტი

პროექტები აერთიანებს შემდეგ თემატურ საკითხებს:

  • ორგანიზაციის დაარსების საწყის პერიოდში ჰუმანიტარული პროგრამები შშმ ბავშვთა ოჯახებისთვის;
  • შშმ ბავშვებისა და პირთათვის პროგრამული სერვისების მიწოდება;
  • შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების დასაქმების ხელშეწყობა;
  • ფიზიკური რეაბილიტაციის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურული პროგრამების/ღონისძიებების შეთავაზება;
  • იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, მათი პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა;

გამორჩეული მიღწევები

  • პირველად საქართველოში სპორტულ/გამაჯანსაღებელი ცენტრი დავაარსეთ.
  •  შენობა და განსაკუთრებით საცურაო აუზი, მოეწყო ეტლით მოსარგებლე ბავშვების დამოუკიდებლად და დაბრკოლებების გარეშე სარგებლობისათვის.
  • “დღის ცენტრის” 5 ბავშვი ჩავრიცხეთ საჯარო სკოლაში, ხოლო შშმ პირთა დღის ცენტრიდან 3 პირი დავასაქმეთ. ამჟამად სერვისი მიეწოდება 18 ბავშვს და 22 მოზარდს.
  • ასოციაციის საქმიანობის შედეგად მუდმივ სამსახურში დასაქმდა 15 შშმ ახალგაზრდა.

 

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება – 7 პროექტი

  • პროექტები აერთიანებს შემდეგ თემატურ საკითხებს:
  • ერთჯერადი საზოგადოებრივი კამპანიები;
  • ინტეგრირებული ბანაკები;
  • შშმ ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგები;
  • გამოფენებისა და სპექტაკლის ჩვენებება.

გამორჩეული მიღწევები

  • სპექტაკლის – “სიურპრიზი” ჩვენება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა;
  • ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ გავრცელდა საქართველოში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალებით.

 

განათლება – 11 პროექტი

პროექტები აერთიანებს შემდეგ საკითხებს:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სკოლამდელი განათლება, ინკლუზიური სწავლება საჯარო სკოლებში;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით ადგილნაცვალი ახალგაზრდების არაფორმალური პროფესიული განათლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მართვის საკითხებში.

გამორჩეული მიღწევები

  • ასოციაციამ თბილისის ოთხ და გორის ერთ საჯარო სკოლაში შექმნა ინტეგრირებული კლასები;
  • ინკლუზიური განათლებისათვის განავითარა როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე მეთოდოლოგია (ქ. თბილისის #10 საჯარო სკოლა);
  • პროფესიული სწავლება 150 -ზე მეტმა შშმ და იძულებით ადგილნაცვალმა პირმა გაიარა, რომელთაგან ნაწილი დასაქმდა;
  • მშობლებისათვის ჩატარებულმა საგანმანათლებლო კამპანიებმა ხელი შეუწყო შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას;

 

შშმ პირთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება – 6 პროექტი

პროექტები აერთიანებს შემდეგ საკითხებს:

  • შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი უფლებების დაცვა და ადვოკატირება;
  • საგანმანათლებლო სისტემაში გენდერული სა-კითხების დანერგვის ადვოკატირება;
  • შშმ პირთა და მარტოხელა დედათა საჭიროებების იდენტიფიცირება და ადვოკატირება.

გამორჩეული მიღწევები

  • ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა სამართლებრივი უფლებების დაცვის ცენტრი;
  • გაცემულ იქნა 1052 იურიდიული კონსულტაცია, 2 წარმატებული ადვოკატირების შემთხვევა, 2 სასამართლო წარმომადგენლობა, 6 წარმატებული ადმინისტრაციული საქმე.

გარდა მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტებისა, ასოციაცია მუდმივად ზრუნავს ორგანიზაციის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სწავლობს და იზიარებს საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.

 

© Copyright - anika.ge