ისტორია

 

ასოციაცია „ანიკამ” განვითარების რამოდენიმე საფეხური განვლო. საწყის ეტაპზე,  მნიშვნელოვანი იყო თავის გარშემო შემოეკრიბა ის მშობლები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავდათ და დაერწმუნებინა ისინი, რომ გაერთიანების და ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შვილების განვითარებაში წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამისათვის, ასოციაციას გარკვეული ავტორიტეტი სჭირდებოდა, რისი acheter du cialis en ligne საშუალებაც მცირე პროექტების განხორციელებით გახდა შესაძლებელი. მცირე პროექტები კი იყო კულტურულ-საგანმანათლებლო ბანაკები და ლოკალური ღონისძიებები. ასოციაციამ დასაწყისშივე აირჩია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იზოლირებული, არამედ საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ღონისძიებები.

განვითარების შემდგომ ეტაპზე წამოიწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის  განათლების უფლების რეალიზების ხელშეწყობის საჭიროებამ და ამისათვის ბავშვების ზოგადი განათლების სისტემაში ჩართვის აუცილებლობამ. მიზნის მისაღწევად განვითარდა თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ქ. თბილისის #10 საჯარო სკოლასთან, სადაც განხორციელდა პილოტური პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლებისა მათ თანატოლებთან ერთად _ ერთ კლასში, ხოლო რამოდენიმე წელში საქართველოში ინკლუზიური განათლება უკვე ქვეყნის განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა.

გამომდინარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვების მრავალმხრივი საჭიროებებიდან, მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესი საკმარისი არ იყო და აუცილებელი შეიქმნა მათთვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაც. ამისათვის ასოციაციამ ააშენა სარეაბილიტაციო ცენტრი. ხოლო იმ ბავშვებისთვის, ვისი ჩართვაც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესებში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მათთვის ხორციელდება დღის ცენტრით მომსახურების პროგრამა.

ასოციაციის განვითარების მიმდინარე პერიოდში გამოიკვეთა უკვე მოზარდთა შემდგომი პროფესიული განათლება/გადამზადებისა და დასაქმების აუცილებლობა. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა პროექტი “ზურაბ ჟვანიას სახელობის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”. ცენტრი სრულიად ადაპტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ეტლით მოსარგებლე ადამიანები გადაადგილდებიან დამოუკიდებლად. ცენტრში სერვისები მრავალფეროვანია და წელიწადში მომსახურება მიეწოდება ფიზიკური შეზღუდვისა და გონებრივი შეფერხების მქონე 100-მდე მოზარდსა და ახალგაზრდას. ამასთანავე, ცენტრის მომსახურებას იღებს რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებიც, რაც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. ცენტრი თანამშრომლოს პროფესიულ კოლეჯებთან და ბიზნეს ორგანიზაციებთან.

ასევე ცენტრს შექმნილი აქვს სამუშაო ადგილები და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობის და შეზღუდვის არმქონე 30-ზე მეტი ადამიანი.

ანიკას ტრენინგ ცენტრი კი ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი მიდგომების/მეთოდოლოგიის დანერგვა-განვითარებაზე.

© Copyright - anika.ge