მომსახურება

ასოციაცია ანიკა გთავაზობთ შემდეგ მომსახურების პაკეტებს:

ბავშვთა და მოზრდილთა დღის ცენტრები

დღის ცენტრი ანიკა

მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. #136

ტელეფონის ნომერი: +995 32 269 45 33/36/91

სამიზნე ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

დღის ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა: 22

დღის ცენტრის მომსახურეობის გეოგრაფიული არეალი: გლდანი-ნაძალადევის რაიონი

სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

სამუშაო საათები: 10 დან-16 მდე

არდადეგების პერიოდი: აგვისტო (მშობლების სურვილის შემთხვევაში)

მომსახურების ჩამონათვალი:

ა) სხვადასხვა სახის თერაპიული (მუს. თერაპია, შრომითი თერაპია), შრომითი და სოციალური აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციური (მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას;
ბ) სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;
გ) მოქმედი ნორმებითა და მოთხოვნებით კვებით მომსახურება;
დ) ბენეფიციართა დასვენებასა და კვებისთვის განკუთვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს ცენტრში გატარებული დროის ერთ მესამედს.
ე) ბენეფიციართა დღის ცენტრში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) ბენეფიციართა მიერ დღის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო:
1. ზრდასრულებისთვის – 6 საათი;
თ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ – ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა.

დღის ცენტრი ანიკა

მისამართი: თემქა, მე-11 მიკ /რ-ნი, მე-3 კვარტალი

ტელეფონის ნომერი: 592 35 00 44

სამიზნე ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;

დღის ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა: 14

დღის ცენტრის მომსახურეობის გეოგრაფიული არეალი: გლდანი-ნაძალადევის რაიონი

სამუშაო დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი

სამუშაო საათები – 10 საათიდან 16 საათამდე;

არდადეგების პერიოდი: აგვისტო (მშობლების სურვილის შემთხვევაში)

მომსახურების ჩამონათვალი

ა) სხვადასხვა სახის თერაპიული (მუს. თერაპია), შრომითი და სოციალური აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ადაპტაციური (მათ შორის, საყოფაცხოვრებო და პროფესიული) უნარების განვითარებას;
ბ) სოციალური ინტეგრაციის გაზრდის მიზნით, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;
გ) მოქმედი ნორმებითა და მოთხოვნებით კვებით მომსახურება;
დ) ბენეფიციართა დასვენებასა და კვებისთვის განკუთვნილი დრო არ უნდა აღემატებოდეს ცენტრში გატარებული დროის ერთ მესამედს.
ე) ბენეფიციართა დღის ცენტრში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) ბენეფიციართა მიერ დღის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო:
1. ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში არ ირიცხებიან – 6 საათი;
2. ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში ირიცხებიან – 4 საათი;
თ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ – ყოველდღიურად, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა.

ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბი Anika Room

ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბი “Anika Room” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მათ თანატოლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • პოეზიის საღამოები
  • კინოთეატრში ფილმის ჩვენებაზე დასწრება
  • ტრენინგები სხვადასხვა თემაზე
  • დარბაზში ფილმის ჩვენება, დისკუსია და განხილვა
  • გამოფენები
  • ექსკურსიები
  • ინგლისური ენის კურსები
  • კომპიუტერის კურსები
  • შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან და ცნობილ ადამიანებთან
  • შემოქმედებითი სამუშაო (art work)
© Copyright - anika.ge