-
მთავარი
-
დასრულებული პროექტები
- შშმ პირი - მეწარმე ექსპერტი
შშმ პირი - მეწარმე ექსპერტი
დაწყების თარიღი: 01/07/2021
2021 წლის 1 ივლისიდან ასოციაცია „ანიკა“ 6 საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად (გერმანიიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან), იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - მეწარმე ექსპერტი“ (DISENEX - Disability Entrepreneurship Expert). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პარტნიორი ორგანიზაციები არიან: „INTAMT“ (წამყვანი ორგანზიაცია, გერმანია), “Agate” NGO (სომხეთი), Motivatie (მოლდოვა), “At the owl” (ბელარუსი), „NAPD“ (უკრაინა), "Space of Equal Opportunities" (რუსეთი), “White cane” (რუსეთი).
პროექტის მიზნებია:
-
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში (სოციალური) მეწარმეობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა და მათი წახალისება;
-
სამეწარმეო განათლების მეთოდებისა და დამხმარე ინსტრუმენტების მოძიება-ანალიზი და საერთო პორტალზე განთავსება;
-
გადაწყვეტილების მიმღები პირების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, რათა მათ შემდგომში ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გახდნენ მეწარმეები.
პროექტის ფარგლებში მომზადდება 3-4 დოკუმენტური ფილმი (სოციალური) მეწარმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთი წარმატების ისტორიას საზოგადოებას და ხელს შეუწყობენ სხვა შშმ პირების მოტივაციის ამაღლებას. ასევე, დაგეგმილია იმ ონლაინ კურსებისა და ტრენინგების მოძიება-ანალიზი, რომელიც ეხება (სოციალური) მეწარმეობის თემასა და სოციალური უნარების განვითარებას. შემდგომ კი აღნიშნული მასალები აიტვირთება საერთო პორტალზე და ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისათვის. პორტალზე განთავსდება მონაცემთა ბაზაც, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ, რომელიც არეგულირებს ბიზნესის საქმიანობას და იმ კონკრეტული მოთხოვნებს, რომელიც სოციალური ბიზნესის შექმნასთანაა დაკავშირებული. ასევე განთავსდება ინფორმაცია იმ ინსტიტუციების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე დახმარებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.