ადვოკატირების კამპანიები შიდა ქართლში
თარიღი: 08/02/2022

2022 წლის 4 და 8 თებერვალს ასოციაცია “ანიკამ” პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლში ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში, კვლევის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების პრეზენტაცია, სახელმძღვანელოს გაცნობა, ფოკუს ჯგუფებთან კონსულტაციები და მუნიციპალიტეტებთან სამომავლო ნაბიჯების განხილვა.
პროექტის შესახებ:
2021 წლის 15 თებერვალს , ასოციაცია „ანიკა“-მ, NDI ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დაიწყო ერთ წლიანი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" განხორციელება. პროექტი ხორციელდება თბილისში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში.