შეხვედრა პარლამენტში
თარიღი: 21/02/2022

2022 წლის 17 თებერვალს ასოციაცია "ანიკამ" პარტნიორ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალ სივრცეებს გახსნის ამ სფეროში.
ორგანიზაციამ შეიმუშავა „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონის ცვლილებების ინიცირების დოკუმენტი პარლამენტში წარსადგენად. ასოციაცია „ანიკამ“ NDI ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დაიწყო ერთ წლიანი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" განხორციელება. პროექტი ხორციელდება თბილისში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში. პროექტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების რეალიზების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე, შშმ პირთა თემის აქტიური ჩართულობით.