ასოციაცია "ანიკა" აცხადებს ვაკანსიას

თარიღი: 04/05/2022

ასოციაცია "ანიკა" აცხადებს ვაკანსიას

ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის" ფარგლებში სერვისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4

სამუშაო ადგილი:

ა) აჭარა: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები
ბ) გურია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
გ) იმერეთი: ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები
დ) კახეთი: ყვარლის მუნიციპალიტეტი

პოზიციის ხანგრძლივობა: 16/05/2022 - 31/01/2024

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "ანიკა" ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს სამწლიან პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის". პროექტის პარტნიორია "თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი". პროექტის ფარგლებში, მის სამიზნე რეგიონებში (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი) განხორციელდა არსებული სოციალური სერვისების შეფასება და ახალი სოციალური სერვისების საჭიროების კვლევა. გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ დაგეგმილია უფლებებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების პილოტირება სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული პილოტების წარმატებით დანერგვისა და განხორციელებისათვის პროექტით გათვალისწინებულია სერვის ადმინისტრატორების მომსახურება.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=367405&fbclid=IwAR2gk0bm8_UwiNP4MGlTadA_uZ-ddFc1KdMZxQ14v5wIOpMwMPW8FtInwvQ