ანიკას მომსახურებები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

თარიღი: 30/06/2022

ანიკას მომსახურებები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

2022 წლის 29 ივნისს ასოციაცია "ანიკას" ორგანიზებით კონფერენცია "ანიკას მომსახურებები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" გაიმართა.

 კონფერენციის მიზანი გახლდათ ასოციაცია „ანიკას“ ერთ-ერთი წარმატებული ინოვაციური პროექტის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის.

ასოციაცია “ანიკა” “მხარდაჭერითი დასაქმებისა და კეთილდღეობის პროგრამას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ინტეგრირებულია შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო პროგრამაში და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებსა და ზრდასრულ პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების დასწავლა/გაუმჯობესებაში. ამზადებს მათ დასაქმების ღია ბაზრისთვის და ეხმარება გრძელვადიანი და ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებაში.