ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 08/02/2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში “ოდა ქეარმა” რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი გახსნა.

პროექტის მიზანია,  სოციალური სერვისების განვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროგრამა 30 ბენეფიციარს მოემსახურება. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ნევროლოგის, ქცევის თერაპევტის და სპეციალური მასწავლებლის ჩართვას რეაბილიტაციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.