თანამშრომლობა დასაქმების პორტალთან "hiro.ge"
თარიღი: 18/06/2020

კოვიდ 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. შეწყდა უამრავი სერვისის მიწოდება და პროგრამის განხორციელება, თუმცა ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია მუშაობა! დროულად მოვახდინეთ პროცესის ონლაინ რეჟიმში გადატანა და დისტანციურად ვაგრძელებთ მუშაობას.
სიახლეებიც გვაქვს!
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ანიკამ თანამშრომლობა დაიწყო დასაქმების პორტალთან “hiro.ge” “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან” ფასილიტაციით.
პარტნიორობის მიზანია სამუშაო მაძიებელთა კარიერული უნარ-ჩვევების განვითარება მათი დასაქმების ბაზრისთვის მომსამზადებლად და ბიზნეს-კომპანიების სენსიტიზაცია შშმ პირების დასაქმებასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ონლაინ ტრეინინგები თემებზე:
- CV-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადება და გასაუბრების ტექნიკები;
- სამსახურის მოძების გზები და ვებ-პორტალები;
- ეფექტური კომუნიკაცია დასაქმების ადგილას;
- შრომითი ურთიერთობები/ (დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები).
გარდა ამისა, ჩატარდება ვებინარები ბიზნეს-კომპანიებისთვის ცნობიერებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად.
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მოგვმართოთ და შეავსოთ ჩვენი დასაქმების პროგრამის აპლიკაცია.