კომპეტენციები დასაქმებისთვის

დაწყების თარიღი: 15/02/2018

კომპეტენციები დასაქმებისთვის

პროექტი „SAY YES“ (Strategic Actions for Youth – A Programme for Youth Employability and Skill Development / „თქვი კი“ – სტრატეგიული აქტივობები ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების დასაქმების და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა)  შეიქმნა ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  “World Vision”-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), ასოციაციის „ანიკა“, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პარტნიორი კომპანიების მონაწილეობით. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისთვის განათლების უზრუნველყოფა და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში: სამეგრელო, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი. პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) პროგრამები სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით. აკრედიტაცია გაიარა პროექტის ფარგლებში შექმნილმა დუალური სწავლების, მებაღობა-დიზაინის მოდულებმა, რაზეც 2019 წელს, გამოცხადდა საშემოდგომო მიღება შოთა მესხიას ასხელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში. პროექტში შექმნილი თითოეული დუალური სწავლების პროგრამა ინკლუზიურია და ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მოთხოვნებს. ასოციაცია ანიკას მიერ, პროექტის სამიზნე რეგიონებში განხორციელდა ცნობიერების ამაღლების ტრენინგები შშმ თემატიკაზე და ასევე სამიზნე რეგიონების 4 პროფესიულ სასწავლებელში: შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია წიმამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, კოლეჯი იბერია და კოლეჯი მერმისის პროფესიული განათლების პედაგოგებს, ადმინისტრაციას და დუალური პროგრამის ფარგლებში დასაქმების კანდიდატებს ჩაუტარდათ ტრენინგი შშმ და სსსმ სტუდენტების განათლების ხელშოეწყობა პროფესიულ სასწავლებლებში.

გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შეიქმნა 16 SKYE Club-ი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის 1 ინკლუზიური კლუბი შეიქმნა მცხეთაში, რომელშიც თანატოლებთან ერთად ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პროექტი უნიკალურია, რადგანაც მისი განხორციელების ყველა ეტაპზე ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას.