-
მთავარი
-
დასრულებული პროექტები
- INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის
INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის
დაწყების თარიღი: 01/07/2022
2022 წლის ივლისიდან ასოციაცია „ანიკა“ დაიწყო პროექტი "„INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Dialogue for Understanding e.V.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. გარდა ამისა, იგეგმება სასწავლო მოდული, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა "INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში" გასულ 2021 წელს წარმატებით განხორციელდა ასოციაცია „ანიკას“ მიერ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით.
პროექტი გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში, მიმდინარე წელს გაიმართება 4 აქტივობა, რომელიც მოიცავს თემატურ საგანმანათლებლო სემინარებს. 15 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი მოიცავს როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პროექტი „INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“ ახორციელებს ორგანიზაცია „Dialogue for Understanding e.V.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.