,,ინკლუზიური მცირე და საშუალო საწარმოები+აღმოსავლეთი’’ ("i-SME+East.")

დაწყების თარიღი: 01/07/2023

,,ინკლუზიური მცირე და საშუალო საწარმოები+აღმოსავლეთი’’ ("i-SME+East.")

2021 წლის 1 ივლისიდან ასოციაცია ,,ანიკამ’’ დაიწყო პროექტი, სახელწოდებით ,,ინკლუზიური მცირე და საშუალო საწარმოები+აღმოსავლეი’’ ("i-SME+East.") სამ სხვა პარტნიორთან გერმანიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შშმ პირთა დასაქმებას მცირე და საშუალო საწარმოებში (SMEs) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ინიცირებული და კოორდინირებულია INTAMT-აკადემიის (გერმანია) მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან "INTAMT" (წამყვანი ორგანიზაცია, გერმანია), "აგატი"("Agate") არასამთავრობო ორგანიზაცია (სომხეთი) და "უკრაინის დამსაქმებელთა კონფედერაცია""Confederation of Employers of Ukraine" (უკრაინა).

ჩვენი უპირველესი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დამოკიდებულებების პოზიტიურ ცვლილებებს, რაც შშმ პირების დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის. პროექტის სამიზნე აუდიტორია მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესს პარტნიორ ქვეყნებში, ასევე დაინტერესებულ მხარეებს, როგორებიცააა პოლიტიკის შემქმნელები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან შშმ პირთა შრომით ინტეგრაციაში.

პროექტის ფარგლებში თითოეული ქვეყნიდან შეირჩევა 3 ინკლუზიური მცირე და საშუალო ბიზნესი წარმატებული პრაქტიკის მაგალითებად მათი გამოცდილების საილუსტრაციოდ. ეს კომპანიები იქნება მისაბაძი მაგალითი სხვა დამსაქმებლებისთვის, როგორ გახდნენ მეტად ინკლუზიურები შრომის ღია ბაზარზე.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება/გაუმჯობესდება სახელმძღვანელოს ( i-SME Action Guidelines ) სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები დამსაქმებლებისთვის და რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის სფეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე.

გარდა ამისა, მოეწყობა დაინტერესებული მხარეების სემინარები, რომელშიც ჩაერთვებიან კომპანიები, დამსაქმებელთა ასოციაციები, სამთავრობო, უწყებები და სხვა შესაბამისი აქტორები, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების გავრცელებას და ინფორმაციის გაცვლას.