-
მთავარი
-
მიმდინარე პროექტები
- მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის
მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის
დაწყების თარიღი: 01/07/2019

ასოციაცი ანიკა 1997 წლიდან აქტიურად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების/მათი ოჯახების უფლებების დაცვასა და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” იმპლემენტაციას.
2017 წლის ივლისიდან ორგანიზაციამ დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი, ინოვაციური პროექტის განხორციელება „მხარდაჭერითი დასაქმებისა და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ (Supported Employment and Well-being Program for Persons with Disabilities).
აღნიშნულ პროგრამას აქვს ორი მიმართულება - დასაქმება და კეთილდღეობა.
მუშაობის პროცესში, გათვალისწინებულია ის ძირითადი პრინციპები და ფასეულობები, როგორიცაა: მონაწილის ჩართულობა, პატივისცემა, ინფორმირებული არჩევანი, თვითგამორკვევა, გაძლიერება და კონფიდენციალობა.
პროგრამის მიზნები
1) დასაქმება: მონაწილეთა დასაქმების ბაზრისთვის მომზადება დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარების გზით. მონაწილეთა დახმარება გრძელვადიანი და ანაზღაურებადი სამუშაოს ძიებაში.
2) კეთილდღეობა: დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა თვით-მოვლის, ყოველდღიურ და პროდუქტიულ აქტივობებში ჩართულობის გზით. სოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროფესიული უნარების განვითარება და რეფერირება დასაქმების მიმართულებაში.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი: შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები (არ არის აუცილებელი შეზღუდვის დამადასტურებელის სტატუსის ქონა). ასაკი: 18 წლიდან, თუმცა არასრულწლოვნების შემთხვევაში განიხილება მოხალისეობრივი სამსახურის ან საგანმანათლებლო პროგრამების (სურვილის შემთხვევაში) ძიება.
პროგრამა ცხრა საფეხურისგან შედგება, რომელიც იწყება ორგანიზაციისადმი მომართვით და სრულდება სამუშაო ადგილზე მხარდაჭერით/მონიტორინგით. მომართვა ხორციელდება სამი გზით: ონლაინ აპლიკაცია, სატელეფონო ზარი ან ვიზიტი ორგანიზაციაში. მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ სამუშაო ადგილზე მხარდაჭერა მოიცავს როგორც დასაქმებული პროგრამის მონაწილის მხარდაჭერას, ასევე დამსაქმებელისაც, რომელსაც შესაძლოა აქამდე არ ჰქონია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.
პროგრამის სტრუქტურა
1)მომართვა 2) პირველად ინტერვიუ 3) პროფესიული ორიენტაცია 4)ტრეინინგებში ჩართვა 5) CV/სამოცივაციო წერილის მომზადება 6) სამუშაოს ძიება 7) დამსაქმებლებთან მოლაპარაკება 8)სამუშაო ადგილის მომზადება 8) სამუშაო ადგილზე მხარდაჭერა/მონიტორინგი
აღნიშნულ მომსახურებას პროგრამის მონაწილეებს აწვდის პროგრამის მენეჯერი, ორი ჯობ ქოუჩი და ორი თანასწორგანმანათლებელი/ტრენერი. მუშაობის დაწყებამდე, გუნდმა გაიარა სპეციალურად მათთვის შექმნილი ქოუჩინგის 8 კვირიანი ტრეინინგ-კურსი.
ანიკას შემთხვევაში პროგრამის მეორე კომპონენტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს ასოციაცია ანიკას ზრდასრულთა დღის ცენტრი. მიმართულების კოორდინატორი და ოკუპაციური თერაპევტები, სპეც. პედაგოგებთან ერთად, უზრუნველყოფენ მონაწილეთათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნასა და მათ ჩართულობას თვითმოვლის, პროდუქტულ და მოცალეობით აქტივობებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დღის ცენტრის მონაწილეთა ჩართულობა პროფესიული ორიენტაციის პროცესში. პროგრამა მხარს უჭერს მათ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღებასა და შემდგომ საფეხურზე, სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო პროცესებში. ყოველივე ეს ეხმარება მონაწილეებს კეთილდღეობის კომპონენტიდან დასაქმების კომპონენტში ტრანზაქციაში.