ვორქშოპები გურიაში

ვორქშოპები გურიაში

2025 წლის აპრილიდან ასოციაციამ „ანიკა“ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.- პროექტის II ფაზა მოიცავდა ვორქშოპებს ინიციატიური ჯგუფებისთვის, საჭიროებების შეფასებას, მონაცემების ანალიზსა და მუნიციპალური პროგრამების პროექტების მომზადებას.

ვორქშოპები გურიის მუნიციპალიტეტებისათვის 3 ივლისს ოზურგეთსა და ჩოხატაურში ჩატარდა, ხოლო 4 ივლისს ონლაინ ვორქშოპი ლანჩხუთში.

  • თემები: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, მონიტორინგი, კვლევის მეთოდები, ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიკაცია.

  • მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური იდეები: ხანგრძლივი მოვლის სერვისი ხანდაზმულთათვის, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა მშობლებისა და მზრუნველებისთვის, ცენტრალური სოციალური სერვისების გაფართოება.

როექტს “სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სოციალური ანგარიშვალდებულების გაძლიერება“ ახორციელებს ასოციაცია „ანიკა“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.