მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას მოსახლეობის მონაწილოების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
Date: 22/11/2024
2024 წლის 15 ნოემბერს პლატფორმა "ზუმის" მეშვეობით მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას მოსახლეობის მონაწილოების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
ასოციაცია „ანიკა“ ევროპის ფონდთან თანამშრობლობით ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი“.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა სამიზნე რეგიონებში (მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, გურია) მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას მოსახლეობის მონაწილოების კვლვევა.
კვლევა განხორციელდა მოწვეული ექსპერტების მიერ და კვლევის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური კეთილდღეობის მომსახურებების/პროგრამების შესწავლის გზით, შეფასებულიყო მუნიციპალური კეთილდღეობის მომსახურებები/პროგრამები რამდენად იყო შემუშავებული ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით; როგორ ხდება ადგილობრივი საჭიროებების დადგენა და რამდენად ჩართულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება კეთილდღეობის მომსახურებების/პროგრამების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კვლევა განხორციელდა სამიზნე რეგიონების (მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, გურია) 11 მუნიციპალიტეტში და გულისხმობდა საკვლევი საკითხის შესწავლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების და მოსახლეობის მონაწილეობის გზით.