-
Home
-
Current Projects
- სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი
სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი
Start date: 01/10/2023
პროექტის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის პარტნიორი - ევროპის ფონდი.
სამიზნე არეალი: გურიის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტები.
ხანგრძლივობა: 30 თვე - 2023 ნოემბერი- 2026 მაისი
პროექტი ეხმიანება საჯარო ადმინისტრირების რეფორმის 2023-2026 წწ სტრატეგიას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საჯარო ადმინისტრირების, დეცენტრალიზაციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების რეფორმების მონიტორინგის განხორციელებაში ადგილობრივ დონეზე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად სამივე სამიზნე რეგიონში განხორციელდება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული აქტივობები, მათ შორის:
-
არასახელმწიფო აქტორების მიერ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ფისკალური საკითხების და მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამების მართვის თემაზე საჯარო დისკუსია-განხილვებში ჩართულობის შეფასება;
-
ტრენინგების სერიის მიწოდება მონიტორინგისა და საჯარო მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ;
-
მრგვალი მაგიდების ორგანიზება სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობისათვის პოლიტიკურ დიალოგში ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე, გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო ადგილობრივი პრაქტიკის განხილვის მიზნით;
-
სამოქალაქო ბიუჯეტების შემუშავება მუნიციპალიტეტებისთვის;
-
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა მუნიციპალური კეთილდღეობის პროგრამების განახლების, და მათ შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
-
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იდენტიფიცირება და გრანტებით მხარდაჭერა მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების და საჯარო ფინანსების მართვის მონიტორინგის განხორციელებისათვის.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
1. სამ სამიზნე რეგიონში შეგროვდება და დამუშავდება ინფორმაცია ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის, შესყიდვების განხორციელების, ქონების მართვის/განკარგვის შესახებ, გამოვლენილი იქნება საუკეთესო პრაქტიკა და შემუშავდება რეკომენდაციები პროცესების შემდგომი დახვეწისათვის;
2. გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცოდნა და უნარები, შეიცვლება მათი დამოკიდებულება საჯარო ადმინისტრირების და ანგარიშვალდებულების რეფორმების მონიტორინგის განხორციელებისადმი;
3 გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობები საჯარო პოლიტიკის დიალოგში ჩართვისათვის ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე;
4. გაიზრდება ადგილობრივი ხელისუფლების ცოდნა კეთილდღეობის გაუმჯობესებული მომსახურებების მიწოდების მიზნით; გაუმჯობესდება მოსახლეობისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი კეთილდღეობის მომსახურებების შესახებ.