-
Home
-
Finished Projects
- “სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სოციალური ანგარიშვალდებულების გაძლიერება“
“სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სოციალური ანგარიშვალდებულების გაძლიერება“
Start date: 07/04/2025

2025 წლის აპრილიდან ასოციაცია „ანიკა“ ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის რეგიონში სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა:
-
კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა - შშმ პირების საჭიროებების გრძელვადიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
-
თანამშრომლობა - ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ერთიანობა უკეთესი სერვისების შესაქმნელად;
-
ინკლუზიურობა - ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლება.
პროექტის განხორციელების ეტაპები
-
ვორქშოპები და კვლევა: ჩატარდავორქშოპები ადგილობრივი ჯგუფებისთვის, სადაც განიხილეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, მონიტორინგი, კვლევის მეთოდები და ადგილობრივი საჭიროებები.
-
მონაწილეთა ჩართულობა: პროექტმა უზრუნველყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობა, რაც ხელს უწყობს პროგრამების რეალურ საჭიროებებზე მორგებას.
-
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - მომზადდა და გავრცელდა ადგილობრივ სოციალური სერვისების შესახებ ბროშურები
-
ადვოკატირების კამპანიები - თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩატარდა ადვოკატირების კამპანიები.
-
სოციალური ვიდეო კლიპები - ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით მომზადდა ვიდეო კლიპები.
-
პერსონალური ასისტენტების მომზადება - გადამზადდა 17 პერსონალური ასისტენტი.
-
მუნიციპალური პროგრამების შეფასების სისტემის გაძლიერება - პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს სოციალური პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებაში.
პროექტი “სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სოციალური ანგარიშვალდებულების გაძლიერება“ ახორციელებდა ასოციაცია „ანიკა“. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.