მისია

მისია

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვსურს  გარემო, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო შესაძლებლობები - რეალიზებული.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი
შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების
უზრუნველყოფის მიზნით.

ამისთვის ჩვენ შშმ პირებსა და მათ ოჯახებს ვაწვდით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, უზრუნველვყოფთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, შრომის ბაზრისთვის მომზადებასა და დასაქმებას.

ჩვენ გვჯერა, რომ დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია შშმ პირებისა და მათი ოჯახების ინტერესთა დაცვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ცნობიერების ამაღლებითა და სექტორთა შორის კოორდინირებული თანამშრომლობით.

ჩვენი ღირებულებები

  • ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსეულად ცხოვრების უფლება.
  • ჩვენ გვჯერა, რომ სხვების დახმარებით, ჩვენ თვითონ უკეთესები ვხდებით.
  • ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოდ გადაადგილების, სწავლის, მეგობრებთან ურთიერთობის და მისთვის ღირებულ საქმიანობებში ჩართვის შესაძლებლობა.
  • ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება.
  • ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება...