კეთილდღეობის ხელშეწყობის პროგრამა

თარიღი: 20/01/2022

კეთილდღეობის ხელშეწყობის პროგრამა

ასოციაცია “ანიკა” World Jewish Relief-ის მხარდაჭერით ახორციელებს 13-დან 18 წლამდე მოზარდების კეთილდღეობის ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვან და ღირებულ ყოველდღიურ, პროფესიულ, საგანმანათლებლო და სოციალურ საქმიანობებში ინდივიდუალური ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განივითარებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ თვითმოვლისა და ფუნქციურ, სოციალურ-კომუნიკაციურ, გადაწყვეტილების მიღების, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარებს. შედეგად, გაიზრდება მათი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხი.

 

პროექტი განკუთვნილია 13-დან 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი დაინტერესებული მოზარდისთვის და ქმნის ინკლუზიურ სივრცეს თანატოლებს შორის გამოცდილებების გაზიარებისთვის.

 

პროგრამის ამოცანებია:

  • ყოველდღიურ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების გზით;
     

  • ასაკის შესაბამის პროდუქტულ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობა, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით;
     

  • სოციალიზაციის ხელშეწყობა ინკლუზიური სივრცის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების, სოციალურ აქტივობებში თანამონაწილეობისა და სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარების გზით;
     

  • რეკრეაციულ/მოცალეობით საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობა, საკუთარი ინტერესების კვლევის, საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით;
     

  • პროფესიული განვითარების დაგეგმვის ხელშეწყობა ინტერესების კვლევის, საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების გამოვლენის, პროფესიული გამოცდილებების მიღებისა და პროცესზე თვითრეფლექსიის გზით.
     

მოსალოდნელი შედეგები

მონაწილეები ასისტენტების მხარდაჭერით შეძლებენ თვითონ იკვლიონ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები, დაგეგმონ შესაბამისი აქტივობები და ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვან და ღირებულ ასაკის შესაბამის საქმიანობებში. სამუშაო პროცესში ისინი განივითარებენ ისეთ საბაზო უნარებს, როგორებიცაა თვითმოვლის, ფუნქციური, სოციალურ-კომუნიკაციური, გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის გაკეთების, დაგეგმვისა და თანამშრომლობის უნარები და ა.შ. ამასთანავე, პროგრამა ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ტოლერანტული და ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობის შესახებ.