შინ გაძლიერების პროგრამა დაიწყო
თარიღი: 24/01/2022
ასოციაცია “ანიკა” WJR-ის მხარდაჭერით ახორციელებს შინ გაძლიერების პროგრამას. პროგრამის მიზანია დღის ცენტრში შეძენილი დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განმტკიცება სახლის/რეალურ სივრცეში. ამისათვის წინასწარ დატრენინგებული სპეციალისტები კვირაში 2-3-ჯერ (საჭიროებიდან გამომდინარე) მიდიან მონაწილესთან სახლში და ხელს უწყობენ მათ ჩართვას საინტერესო და ღირებულ საქმიანობებში.
პროგრამა განკუთვნილია დღის ცენტრის 18+ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეებისათვის.
პროგრამის ამოცანები:
ყოველდღიურ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების გზით;
სოციალიზაციის ხელშეწყობა გარე სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილების სწავლების გზით.
მშობელთა გაძლიერება შვილის განვითარებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები:
პროგრამის შედეგად გაიზრდება მონაწილეთა დამოუკიდებლობის ხარისხი.
ისინი შეძლებენ ჩაერთონ სახლის ყოველდღიურ საქმიანოებში.განივითარებენ კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს. პროგრამა დაეხმარება მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას არსებული გამოწვევების მოგვარებაში. გარდა ამისა, პროგრამა ხელს შეუწყობს ცნობიერების გაზრდას და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.