ბავშვთა ადრეული განათლების მნიშვნელობა

თარიღი: 28/03/2023

ბავშვთა ადრეული განათლების მნიშვნელობა

 

ადრეული ბავშვობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. დაბადებიდან ექვს წლამდე ასაკი საოცრად სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა, სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის პოზიტიური მხარდაჭერა და მათთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შეთავაზება. ადრეულ ასაკში ბავშვის ქცევის, სწავლისა და განვითარების ძირითადი ფორმა თამაშია.

თამაში ბავშვისთვის სამყაროს შემეცნების, თვითგამოხატვისა და ურთიერთობის საშუალებაა. ეს პროცესი მისთვის ბუნებრიობის, უსაფრთხოების, კმაყოფილებისა და სიამოვნების შეგრძნების წყაროა. ბავშვი აქტიურად სწავლობს კეთებით. ის სწავლობს გარემოს აღმოჩენით, პროცესში აქტიურად ჩართვით, მუდმივი ცდისა და ექსპერიმენტების გზით. ამიტომაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, თავად დაუშვას შეცდომები, მოსინჯოს სხვადასხვა იდეები, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები. მისთვის უპირატესია არა მზა ცოდნისა და მზა ინფორმაციის მიღება, არამედ სამყაროს საკუთარი გამოცდილებით შემეცნება. ბავშვის განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია. პირობითად დაყოფილი განვითარების სფეროები გვეხმარება განვითარების ყველა ასპექტს თანაბარი ყურადღება დავუთმოთ.

 

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ად­რე­ულ ბავ­შ­ვო­ბა­ში? რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ცა­დოთ სკო­ლის პე­რი­ო­დამ­დე?

ად­რე­­ლი ბავ­­ვო­ბა გუ­ლის­­მობს წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდს, 0-6 წლამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში ბავ­­ვის ტვი­ნი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. და­ბა­დე­ბი­სას ჩვი­ლის ტვი­ნი მოზ­­დი­ლი ადა­მი­­ნის ტვი­ნის 25%- შე­ად­გენს, ხო­ლო 3 წლის ასა­კის­­ვის – 90%-. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იძენს ბავ­­ვი პირ­ველ გა­მოც­დი­ლე­ბას სამ­ყა­როს­თან და სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­­ვა სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით: ფი­ზი­კუ­რად, კოგ­ნი­ტუ­რად, ადაპ­ტუ­რად, რაც გუ­ლის­­მობს თვით­მოვ­ლას და ჰი­გი­­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბის და­მო­­კი­დებ­ლად გან­ხორ­ცი­­ლე­ბას, სწავ­ლობს მეტყ­ვე­ლე­ბას და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ვი­თარ­დე­ბა სო­ცი­­ლურ-ემო­ცი­­რად და იაზ­რებს სა­კუ­თარ თუ სხვის ემო­ცი­ებს.

 რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს გავ­ლე­ნას ბავ­­ვის ად­რე­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე?

მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ბი­­ლო­გი­­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ბავშვს გე­ნე­ტი­კუ­რად აქვს, ასე­ვე სო­ცი­­ლუ­რი გა­რე­მომხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მო, რო­მელ­საც ბავ­­ვის მი­მართ, აღ­­­დი­თა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბით, ახორ­ცი­­ლე­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და უახ­ლო­­სი წრე. არა­ნა­კალებ მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია თუ რა გა­რე­მო­ში იზ­­დე­ბა ბავ­­ვი, რო­გო­რია მი­სი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სო­ცი­­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის კუთხით, სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიბაღ­ში. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რო­ცა ბავ­­ვი აქ­ტი­­რად და ეფექ­ტუ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შემ­­გომ­ში ბევ­რად უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახორ­ცი­­ლებს ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცესს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში.

 

რატომაა ინკლუზიური განათლება მნიშვნელოვანი ყველა ბავშვისთვის?

 

ბავშვებს განვითარების ერთმანეთისგან განსხვავებული ტემპი აქვთ, მაგრამ ყველა მათგანს ჭირდება მრავალფეროვანი და მხარდამჭერი გარემო, რათა ბავშვებმა განივითარონ არსებული უნარები და დაეუფლონ ახლებს. კვლევები აჩვენებს, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხარისხიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დადიოდნენ, სკოლაში უკეთეს შედეგებს ავლენენ სწავლასა და განვითარებაში, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც დაბალი ხარისხის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დადიოდნენ.  ხარისხიანი ადრეული განათლება ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ მოემზადონ სკოლისათვის და იმის მეტ წინაპირობას იძლევა, რომ ბავშვების სასკოლო გამოცდილება წარმატებული იყოს.

განათლება ინკლუზიურია, როდესაც ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი ფიზიკური, მენტალური თუ სოციალური შესაძლებლობებისა, მისი სახლის მახლობლად არსებულ ბაღსა თუ სკოლაში დადის და მის ასაკობრივ ჯგუფსა თუ კლასშია ჩართული; განათლება ინკლუზიურია, როდესაც ბავშვს მიეწოდება შესაბამისი, მასზე მორგებული მხარდაჭერა, რათა წარმატებას მიაღწიოს საბაზისო პროგრამის დაძლევაში . ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა,  პირველ რიგში, ამ პროცესში ჩართული ადამიანების ღირებულებებიდან და იმის გააზრებიდან იწყება, რომ ყველა ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი, ასევე ინდივიდუალურად გამოხატული ძლიერი მხარეები და საჭიროებები აქვს; რომ ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალიზაცია  მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისათვის; რომ სოციალურ-ემოციური კომპეტენციის სწავლება და ემპათია ღირებულია ყველა ბავშვისათვის ; რომ ბაგა-ბაღის ჯგუფი ირეკლავს და ასახავს იმ გარემოსა და კულტურას, რომელშიც ყველა ბავშვი იზრდება და ცხოვრობს. ადრეული წლები მნიშვნელოვანია ბავშვის დამოუკიდებლობის და ქცევების ჩაომყალიბებაში, ასევე სხვების მიმართ ემპათიის, მრავალფეროვნების დაფასების უნარის საფუძვლების ჩამოყალიბებაში. ამ დამოკიდებულებების განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს მშობლებისა და მასწავლბლების ქცევა. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები მზრუნველები იყვნენ და სხვისი გათვალისწინება შეეძლოთ. იმ გამოცდილების ბავშვობიდან შეთვისება, რომ მრავალფეროვნება და განსაკუთრებული საჭიროებები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ადამიანებს უფრო ემპატიურს, გამოცდილს და ძლიერს ხდის.

 

ინკლუზიური განათლება ცვლის დამოკიდებულებებს განსხვავებულობის მიმართ და საფუძველს უყრის სამართლიანი, არადისკრიმინაციული საზოგადოებების შენებას. გარდა ამისა, ხარისხიან ინკლუზიურ საგანმანათლებლო სივრცეში, სწავლის სხვადასხვაგვარი ტემპის გათვალისწინებით, მუდმივად გამოიყენება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები, რასაც სარგებელი მოაქვს ყველა ბავშვისათვის. ინკლუზიური განათლება სარგებლის მომტანია არა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, არამედ ყველა ბავშვისათვის და ამ სისტემაში ჩართული ყველა ადამიანისათვის.  

განათლების ხარისხიან ადრეულ ინკლუზიურ დაწესებულებებში პროგრამა, სწავლების სტილი და პრაქტიკა ასაკობრივი განვითარების შესაბამისი უნდა იყოს და, ძირითადად, თამაშს ეფუძნებოდეს, რადგან, საბოლოოდ, მხოლოდ ამგვარად აწყობილი პროგრამა ავითარებს სკოლის მზაობისათვის ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა:

 ● ყურადღების მობილიზება და თვითრეგულირება;

● გარშემო არსებული გამღიზიანებლების მიუხედავად, საკუთარი ემოციებისა და ქცევის კონტროლი;

● იმედგაცრუებასთან გამკლავება;

● სწავლის მოტივაცია და ჯგუფში მუშაობის უნარები.

ინკლუზიური განათლება ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობის მომცველი ცნებაა, ვიდრე მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის/მოსწავლის ბაგა-ბაღის ჯგუფში ან კლასში ყოფნა, ან თუნდაც, წარმატებული ჩართვა. ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო გულისხმობს, რომ ამ გარემოს თითოეული წევრი მიღებული და დაფასებულია ისეთი, როგორიც არის. დღეს ინკლუზიური გარემოს შეფასებისას კითხვებს სვამენ არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია ჯგუფში ან კლასში, ან რამდენს აქვს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, არამედ იმის შესახებ, თუ რამდენად ხვდებიან და იღებენ საგანმანათლებლო გარემოში ყველას კეთილგანწყობილად; ეხმარებიან თუ არა ბავშვები ერთმანეთს; ეპყრობიან თუ არა პედაგოგები და ბავშვები ერთმანეთს პატივისცემით; ამყარებენ თუ არა აღმზრდელები კავშირს ბავშვის ბაღის ცხოვრებასა და ბავშვის ოჯახში ყოველდღიურ ცხოვრებას შორის; რამდენად იზიარებს ბაღში დასაქმებული ყველა ადამიანი ინკლუზიურ ღირებულებებს; არის თუ არა ყველა ბავშვის მიმართ მაღალი მოლოდინი; არის თუ არა ყველა ბავშვი ერთნაირად მნიშვნელოვანი; რამდენად ეხმარება ბაღი ბავშვებს, იგრძნონ თავი თავდაჯერებულად და რამდენად უწყობს ხელს ბაღი ბავშვებს თვითრწმენის ამაღლებაში; ეძლევათ თუ არა აღმზრდელებსა და აღმზრდელპედაგოგებს განვითარებისა და წინსვლის საშუალება; ეხმარებიან თუ არა ყველა ახალმოსულს - ბავშვსა თუ უფროსს, მოსწავლესა თუ მასწავლებელს გარემოსთან შეგუებაში; რამდენად გამოიყენება ბავშვებს შორის არსებული განსხვავებები რესურსად თამაშის, სწავლების და ჩართულობისთვის; რამდენად ქმნიან უფროსები ბაღში მშვიდ ატმოსფეროს, რომელიც ერთმანეთის პატივისცემას ეფუძნება; არის თუ არა აქტივობების დაგეგმვისას ყველა ბავშვი გათვალისწინებული.

სტატია მომზადდა პროექტის „ადრეული  ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა ასოციაცია "ანიკა" ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით.