დამხმარე ტექნოლოგიები შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

დაწყების თარიღი: 01/05/2023

დამხმარე ტექნოლოგიები შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

დონორი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.  The USAID Economic Security Program

ბიუჯეტი - 70 000 ლარი

ხანგრძლივობა - 6 თვე

პროექტის მიზანი - შშმ პირების  დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

განხორციელებული აქტივობები

პროქტის ფარგლებში ასოციაცია „ანიკამ“ შეიძინა  დამხმარე ხელსაწყოები, რომლის საშუალებითაც შშმ პირებს გაუმარტივდათ კომპიუტერთან მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესი. ასოციაცია „ანიკას“ გუნდს საერთაშორისო ტრენერის ქამილ მათას მიერ  ჩუტარდათ 3 დღიანი ტრენინგი დამხმარე ხელსაწყოების მორგებისა და გამოყენების თემაზე.  განხორციელდა პროექტში ჩართვის მსურველ მონაწილეებისა და კომპანია/ორგანიზაციების მოძიება, რის შემდეგაც 15 შშმ მონაწილე ჩაერთო 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროცესში სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოში.  სტაჟირების პროცესში თითოეული მონაწილე  უზრუნველყოფილი იყო ოკუპაციური თერაპევტის მიერ მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მორგებული დამხმარე ხელსაწყოებით.

 

სამომავლო აქტივობები

პროექტის ფარგლებში შეძენილი დამხმარე ტექნოლოგიები რჩება ანიკაში  და  ახალ მონაწილეებსაც ექნებათ   დამხმარე ტექნოლოგიების მორგებისა და გამოყენების შესაძლებლობა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

 

შედეგები


მონაწილეებმა  მიიღეს  ცოდნა და გამოცდილება, შეისწავლეს/გააძლიერეს  დასაქმებისათვის საჭირო  უნარები, რასაც აქტიურად გამოიყენებენ სამომავლოდ.

მსურველებს გაეწიათ კონსულტაცია  დამხმარე  ხელსაწყოების დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგამის ფარგლებში შეძენის შესახებ.

აუცილებლად  უნდა აღინიშნოს  მონაწილეების ფსიქოემოციური მდგომარეობის  თვალსაჩინო გაუმჯობესება, მოტივაციისა და თავდაჯარებულობის ამაღლება.

სტაჟირების დასრულებისთანავე  2 მონაწილე დასაქმდა იმავე პოზიციაზე, ხოლო კიდევ ორთან იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება.