პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" გასვლითი შეხვედრა
თარიღი: 20/01/2022
24-26 დეკემბერს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ფარგლებში ასოციაცია "ანიკამ” ჩაატარა გასვლითი შეხვედრა ბორჯომ-ლიკანი რესორტში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამუშაო ჯგუფის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აგრეთვე პროექტის სამიზნე რეგიონების - აჭარის, გურიის, იმერეთისა და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე განხილული იყო უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებები, გამოიკვეთა მუნიციპალური სოციალური მომსახურებების საჭიროებები რეგიონების მიხედვით. შეხვედრაზე დადგინდა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მიმართულებები.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ანიკა“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას მოწყვლად პირთა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის.
#EU4Georgia