„INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“
თარიღი: 17/11/2022
2022 წლის 14-15 ნოემბერს პროექტის „INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“ პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. სასწავლო მოდული მიზნად ისახავს გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში.
2022 წლის ივლისიდან ასოციაცია „ანიკამ" დაიწყო პროგრამა "„INKuLtur – ინკლუზიისა და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის“. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „Dialogue for Understanding e.V.“ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
14 ნოემბრის ღონისძიებაზე ინკლუზიური და სპეციალური განათლების ექსპერტმა თეონა ყაჭეიშვილმა სასწავლო მოდულის მონაწილეებს ესაუბრა ინკლუზიის მნიშვნელობაზე, და წარადგინა თემა “მუსიკა, როგორც ინკლუზიური კულტურის ნაწილი“.
ინკლუზიის მიმართულების ექსპერტმა, ნანა ფერაძემ, განიხილა კულტურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა და წარმოადგინა არსებული პრაქტიკული მაგალითები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში გერმანიი საელჩოს, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თბილისისა და რეგიონებში არსებული კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები.
15 ნოემბერს პროექტის ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ასოციაცია “ანიკასა” და თბილისში არსებულ კულტურულ დაწესებულებებს. მონაწილეები იმყოფებოდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, სადაც მასპინძელმა დაწესებულებებმა სტუმრებს ინკლუზიის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.