საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
თარიღი: 21/02/2023
2023 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო პორტუგალიის სკოლამდელი განათლების სისტემაში დანერგილი ე.წ. მოძრავი/მობილური წინასასკოლო განათლების ფორმის, როგორც საუკეთესო პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი.
შეხვედრაზე, კვლევის ექსპერტებმა წარმოადგინეს პორტუგალიის პრაქტიკის ანალიზი და ისაუბრეს პროგრამის დიზაინის საქართველოში დანერგვის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები.
ასოციაცია ანიკა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ადრეული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში“.