ვორქშოპი ანიკაში
თარიღი: 28/12/2023
2023 წლის 18 დეკემბერს პროექტის “ინკლუზიური მცირე და საშუალო საწარმოები+აღმოსავლეთი’’ ("i-SME+East.") ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი.
ვორქშოპის ძირითადი მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროექტისა და I-sme+east action guidelines სახელმძღვანელოს გაცნობა.
ამავე პროექტის ფარგლებში ადაპტირდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემულია თეორიაზე დაფუძნებული მასალები ღონისძიების ორგანიზებისთვის, რათა გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის შინაგანი მოტივაცია იყოს ღია შშმ პირების სამუშაოს მაძიებლებისთვის და დაასაქმოს ისინი.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სამუშაოს თემაზე “რა გამოწვევები არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობისას და როგორ დავძლიოთ ისინი”.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია შშმ პირთა დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ Consort Georgia-ს წარმომადგენლის მარი გელაშვილის მიერ.
პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ინიცირებული და კოორდინირებულია INTAMT-აკადემიის (გერმანია) მიერ.