GIFT-მა კვლევის წინასწარი შედეგები წარადგინა

თარიღი: 23/12/2024

GIFT-მა კვლევის წინასწარი შედეგები წარადგინა

პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორის" ფარგლებში ორგანიზაცია გლობალურ ინიციატივასთან ფისკალური გამჭვირვალობისთვის (GIFT) კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანია საქართველოს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო მონაწილეობის შეფასება.

ასოციაცია "ანიკა" ევროკავშირის დაფინანსებით - ევროპის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მიწოდების მონიტორი".

GIFT  გლობალური ქსელია, რომელიც ხელს უწყობს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაღრმავებას იმისათვის, რომ მოიძებნოს საუკეთესო გადაწყვეტები ფისკალური პოლიტიკაში მოქალაქეთა რეალური მოანწილეობის მისაღწევად. GIFT მუშაობს როგორც ადვოკატირების, ისე ტექნიკური მხარდაჭერის თუ ცოდნის გაზიარების მიმართულებით.