დღის ცენტრის წარმომადგენლების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სიახლე
თარიღი: 12/07/2019

როგორც მოგეხსენებათ, ასოციაცია "ანიკა" მუდმივად ეძებს სიახლეებს, რათა ჩვენი დღის ცენტრის წარმომადგენლებს კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო პროექტები შევთავაზოთ.
"ანიკა" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დღის ცენტრის წარმომადგენლების პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების თაობაზე.
შესაბამისად, განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, დავიწყეთ ამ მიმართულებით დღის ცენტრის 15 წარმომადგენელთან მუშაობა - ხორციელდება პროფ. ორიენტაციის განვითარებისთვის აუცილებელი ეტაპების შეფასება და მათთვის შესაძლო პროფესიების შეთავაზება/შერჩევა.
რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი?
პროფესიულ ორიენტაციაში ჩამოყალიბებას;
პროფესიულ განვითარებას;
მათ მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანს;
სიახლეებს მათ ცხოვრებაში.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო