-
მთავარი
-
მიმდინარე პროექტები
- ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
დაწყების თარიღი: 02/01/2018
ასოციაცია "ანიკა" ბავშვთა დრეული ინტერვენციის პროგრამას ახორციელებს 2018 წლიდან და დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 60-მდე ბავშვმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით. პროგრამის ფარგლებში ხდება ბავშის ცალკეული სფეროების განვითარების შეფასება, მშობლის უნარების შეფასება და მასთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა; შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, მშობელთან ერთად განისაზღვრება ბავშვის პრიორიტეტები, სამუშაოს განხორციელებისთვის საჭირო რესურსების და დგება ინდივიდუაური სამუშაო გეგმა, რის მიხედვითაც ხორციელდება ჩარევა; პროგრამის დასასრულს ხდება ბავშვის საბოლოო შეფასება.
ასოციაცია ანიკას ადრეული ინტერვენციის გუნდის წევრები:
- ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი;
- ენისა და მეტყველების თერაპევტი;
- ოკუპაციური თერაპევტი;
- ფსიქოლოგი.
ადრეული ინტერვენციონისტები მუშაობენ შემდეგი ფილოსოფიიდან გამომდინარე - ყოველდღიური კომპლექსური, რუტინული ქმედებების განხორციელება და სხვადასხვა ყოველდღიური პრობლემებისა თუ საკითხების გადაჭრა ავითარებს როგორც ბავშის განვითარების ცალკეულ სფეროებს, ასევე ზრდის ბუნებრივ გარემოში მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხს.
ზემოთ აღწერილი სერვისის მიწოდება ხორციელდება მშობლებთან ერთად ბუნებრივ გარემოში - სახლში, ბაღში ან სკოლაში და ასევე, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის ცენტრში ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე - მაგალითად, ბავშის ბუნებრივი გარემოსგან განსხვავებით, ცენტში მეტადაა შესაძლებელი გარემოს გაკონტროლება და მისი ბავშვის საჭიროებებზე მორგება, რათა უზრუნველყოფლ იქნას სამიზნე უნარების განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.
ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.