სოციალური სერვისების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

დაწყების თარიღი: 20/06/2020

სოციალური სერვისების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ასოციაცია "ანიკა" ახორციელებს პროექტს "სოციალური სერვისების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით. მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა პანდემიის დროს ბენეფიცირებისთვის და მათი მშობლებისთვის არის ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევა. ამ მიზნით ფსიქო-თერაპია ჩაუტარდება 64 ბენეფიციარს - თავდაპირველად დისტანციურ რეჟიმში, შემდეგ კი პირადად როგორც ბენეფიციარებს, ისე მათი ოჯახის წევრებს მომსახურების განახლების შემდგომ. ეს ჩატარდება ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპიის სახით. ღონისძიებები გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში 1 ფსიქოლოგისა და 1 ფსიქიატრის მონაწილეობით. რაც შეეხება სერვისს, "ანიკა" შეიძენს შედარებით უფრო ახალ მიკროავტობუსს და განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, რომლებიც საჭიროა მიკროავტობუსის ადაპტაციისთვის.