INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში

დაწყების თარიღი: 01/01/1970

INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში

2021 წლის სექტემბრიდან ასოციაციამ „ანიკა“ დაიწყო პარტნიორული პროგრამა "INKuLtur - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში"  ორგანიზაცია DRA е.V.-თან ერთად. პროგრამა ხორციელდება  2018 წლიდან გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან თანამშრომლობით. 2021  წლიდან კი პროგრამის მონაწილე ქვეყანა გახდა საქართველოც, რომელსაც როგორც პარტნიორი  ორგანიზაცია - ასოციაცია ანიკა წარმოადგენს. პროგრამა სრულად დაფინანსებულია გერმანიის  საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხელოვნებასა და კულტურაზე. ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზოგადი მდგომარეობის წახალისებას და გაუმჯობესებას, მათ ფიზიკურ და სოციალურ ხელმისაწვდომობას კულტურულ დაწესებულებებსა და პროგრამებზე. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება  სხვადასხვა სასწავლო მოდულები ინკლუზიისა და მრავალფეროვნების შესახებ უკრაინაში,  საქართველოსა და სომხეთში.