მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის

დაწყების თარიღი: 01/07/2017

მხარდაჭერითი დასაქმების და კეთილდღეობის პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის

პროექტის დასახელება -  Be Your Best Self

დონორი - ებრაელთა მსოფლიო ფონდი

 ხანგრძლივობა  - 2017 წლიდან  - დღემდე

აღნიშნულ პროგრამას აქვს ორი მიმართულება -  კეთილდღეობა და მხარდაჭერითი დასაქმება  

 

კეთილდღეობის პროგრამის სამიზნე ჯგუფია: დღის ცენტრის 18+ ასაკის 39 მოსარგებლე  და მათი ოჯახები.

პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, მათი სოციალიზაცია საზოგადოებაში, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის ამოცანები:

  • შინ გაძლიერების პროგრამაში ჩართვა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის უნარ-ჩვევების განვითარება
  • საზოგადოების ინფორმირებულობა  შეზღუდული შესაძლებლობების მიმართულებით_ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეხვედრების ჩატარება,
  • დღის ცენტრის მოსარგებლეების სოციალიზაცია ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა, მუზეუმებში, თეატრებში, კინოთეატრებში, პიკნიკზე, სპორტულ ღონისძიებებსა და გადაცემებშმი ჩართვა.
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაში ხელშეწყობა/ პროფორიენტაციის პროცესში ჩართვა/ დასაქმება

გრძელდება შეხვედრები მოსარგებლეების მშობლებთანაც. შინ გაძლიერების სპეციალისტმა წარუდგინა პრეზენტაცია “მარტივი გამოსავალი”, მათ  მიიღეს ინფორმაცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი აქტივობების შესრულების მარტივი ხერხების შესახებ, რაც დაეხმარებათ სწორი და უფრო ეფექტური მხარდაჭერა გაუწიონ შვილებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარების კუთხით.  შეხვედრაზე ასევე მოხდა იმ ვირუსული ვიდეოების ჩვენება, რომელიც ჩაწერილია ჩვენი მონაწილეების მიერ.

 

დასაქმების ხელშეწყობის მიმართულება

მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამის მიმართულების მიზნებია:

● მონაწილეთა მომზადება ღია შრომის ბაზრისთვის დასაქმებისთვის საჭირო

უნარების განვითარების გზით;

● მონაწილეთა მხარდაჭერა გრძელვადიანი და ანაზღაურებადი სამუშაოს ძიებაში;

● დასაქმება და მხარდაჭერის გაგრძელება დასაქმების ადგილზე;

● დამსაქმებელთა მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება.

 

აქტივობები

პროგრამაში ჩართვიდან თითეულ მონაწილესთან იწყება ინდივიდუალური მუშაობა, რომელიც შედგება ეტაპებისგან. მონაწილესთან მუშაობას იწყებენ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები, ხდება პირველადი შეფასება და იქმნება სამოქმედო გეგმა. შესაბამისი ინსტრუმენტებით ხდება მუშაობა პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტების მიერ ტარდება ტრეინინგები დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს რეზიუმეს მომზადებას, გასაუბრების ტექნიკებს, ეფექტური კომუნიკაციის საკითხებსა და შრომის უფლებებს. მათ, ვისაც პროფესიული განათლების საჭიროება და სურვილი აქვს, პროგრამა ეხმარება კარიერის დაგეგმვასა და შესაბამისი პროფესიის არჩევაში, მის მოსინჯვასა და შემდეგ უკვე პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვაში.

დასაქმების პროგრამას აქვს ფსიქოთერაპევტის სერვისიც, რომლითაც სარგებლობს პროგრამის ყველა მონაწილე, ვისაც ამ მომსახურების მიღების საჭიროება და სურვილი აქვს.

პროგრამა მუდმივად ვითარდება და ორიენტირებულია სიახლეებზე, რაც გააუმჯობესებს მუშაობის პროცესს და გაზრდის დასაქმებული შშმ პირების რიცხვს. რისთვისაც, ასოციაცია ანიკას დასაქმების გუნდი გეგმავს მეტი დამსაქმებელი კომპანიის მოძიებას და მათთან წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აქტიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 იზრდება იმ კომპანიების რიცხვიც, რომლებიც თავად მომართავენ ანიკას და გამოთქვამენ სურვილს დაასაქმონ შშმ პირი, ან სჭირდებათ რჩევა/კონსულტაცია ამ მიმართულებით. პროგრამის გუნდი მუდმივად ჩართულია ყველა აქტივობაში, რომელიც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან.