-
მთავარი
-
დასრულებული პროექტები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად
დაწყების თარიღი: 15/02/2021

2021 წლის 15 თებერვალს , ასოციაცია „ანიკა“-მ, NDI ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დაიწყო ერთ წლიანი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანამშრომლობა კანონის საშუალებით უფლებების დასაცავად" განხორციელება. პროექტი ხორციელდება თბილისში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში.
პროექტის მიზანი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების რეალიზების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე, შშმ პირთა თემის აქტიური ჩართულობით.
საბოლოო მიზანი: საქართველოში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/ოჯახების ცხოვრების მაღალ ხარისხს და დამოუკიდებლობას;
პროექტის ამოცანები:
- თბილისისა და ბათუმის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით კოალიციის შექმნა;
- თბილისის, შიდა ქართლის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და მიზნობრივი რეგიონების საჭიროებების ანალიზი;
- გაკეთებულია „საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ“-ის ანალიზი შშმ ტემის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით;
- მომზადებულია კანონის გამარტივებული სასემინარო მასალა არაიურისტი ადამიანების მარტივად აღქმისა და შშმ პირთა უფლებების უკეთ გაცნობის მიზნით;
- მომზადებულია შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საპრეზენტაციო მასალა შშმ თემში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან წარსადგენად, რათა თითოეული რეგიონისათვის იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით მოხდეს კანონის გამოყენება.
- განხორციელებულია სემინარები თემის წევრებთან ახალი კანონის შესახებ, რეგიონული საჭიროებეის გათვალისწინებით, ადვოკატირებების კამპანიების დაგეგმვა-ორგანიზებისთვის.
პროექტის მოსალოდნელი შედეგი:
- კოალიციური თანამშრომლობის განვითარება ორ რეგიონს შორის (საქართველოს დედაქალაქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქი ბათუმი)
- შექმნილია მონაცემთა ბაზები შშმ პირთა ორგანიზაციების შესახებ და იდენტიფიცირებულია მათი საჭიროებები
- საქართველოს კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ გაკეთებული ცვლილების შესახებ რეკომენდაციები წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და მიმდინარეობს კოალიციის მხირდან ცვლლებების შეტანის ადვოკატირება/ლობირება.